იცით ლოვასტატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოვასტატინის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება აღინიშნოს შეკრულობა, გულისრევა, მეტეორიზმი, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ღებინება; იშვიათად – თავის ტკივილი, ძილის დარღვევა; იშვიათად – თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე. კუნთების სისუსტე; ცალკეულ შემთხვევებში – დეპრესია, გამონაყარი კანზე. უმრავლეს შემთხვევაში არ არის დადგენილი პირდაპირი კავშირი პრეპარატის მიღებასთან. ლოვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი სისტემის დაავადებები (მიოპათია), რაც გამოიხატება კუნთების ტკივილში, რიგიდობაში, სისხლში კრეატინკინაზას დონის გაზრდაში. ამ მონაცემის ატიპიური გაზრდა ატარებს დროებით ხასიათს. გამოხატული დარღვევები კლინიკაში იშვიათია და მოითხოვს პრეპარატით მკურნალობის დროებით ან სრულ შეწყვეტას. იშვიათ შემთხვევაში ვითარდება რაბდომიოლიზი, რაც იწვევს თირკმელების უკმარისობის განვითარებას. გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter