იცით ლოკრენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოკრენის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა, ღამის კოშმარები, დეპრესია, მოუსვენრობა, გონების არევა ან მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ჰალუცინაციები, ასტენიური სინდრომი, კუნთების სისუსტე, პარესთეზიები კიდურებში(„შენაცვლებითი“ სიკოჭლის, რეინოს სინდრომის მქონე ავადმყოფებში), ტრემორი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სინუსური ბრადიკარდია, გულისცემა, ორთოსტატური ჰიპოტენზია, მიოკარდუმის გამტარობის დარღვევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (გულის გაჩერებამდე), არითმიები, მიოკარდუმის შეკუმშვების დასუსტება, გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარება (ან გაღრმავება) (კოჭების, ტერფების წვივების შეშუპება), არტერიალური წნევის გამოხატული შემცირება, ანგიოსპაზმის გამოვლენა (პერიფერიული სისხლმიმოქცევის შემცირება, ქვედა კიდურების გაცივება, რეინოს სინდრომი), ტკივილი მკერდში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მუქი შარდი, სკლერების ან კანის სიყვითლე, ქოლესტაზი), გემოს შეცვლა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის გაჭედვა, დიდი დოზების დანიშვნის დროს სუნთქვის გაძნელება (სელექტიურობის დაკარგვა) და/ან, მიდრეკილების მქონე პაციენტებში – ლარინგო – და ბრონქოსპაზმი. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობითი დარღვევა, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითება, თვალების სიმშრალე და მტკივნეულობა, კონიუნქტივიტი. კანის საფარი: ოფლის გამოყოფის მომატება, კანის ჰიპერემია, ეგზანთემა, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის მიმდინარეობის გამწვავება. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავლი, ჭინჭრის გამონაყარი. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში, ჰიპოგლიკემია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა. ნაყოფზე ზეგავლენა:  ზრდის შეჩერება მუცლად ყოფნის პერიოდში, ჰიპოგლიკემია ბრადიკარდია. სხვა: ტკივილი ზურგში, ართრალგია, ლიბიდოს დასუსტება, პოტენციის დაქვეითება, „უარყოფის“  სინდრომი (სტენოკარდიის შეტევების გამწვავება, არტერიალური წნევის მომატება). ლაბორატორიული ეფექტები: იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოვლენა, რომელსაც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თან ახლავს სისტემური წითელი მჭამელის ტიპის კლინიკური გამოვლენები, რაც გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter