იცით ლოპრესორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოპრესორის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია; AV გამტარობის დარღვევა, რეინოს სინდრომი; იშვიათად – გულის უკმარისობის სიმპტომები. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, დიარეა, ყაბზობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გამოვლინება. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი. სხვადასხვა: შესაძლებელია წონის მატება, იშვიათად – თრომბოციტოპენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter