იცით ლორაფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორაფენის გვერდითი მოვლენებია: ლორაზეპამის გამოყენების შედეგად ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია, ატაქსია. ეს სიმპტომები უფრო მეტად ხანდაზმულ პაციენტებში ვლინდება, შესაბამისად დოზის შემცირება ამ ჯგუფის პაციენტებში მნიშვნელოვნად ამცირებს გვეერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირეს. იშვიათად შეინიშნება: ზოგადი სისუსტე, ზოგჯერ გონების დაკარგვა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა (არაზუსტი მხედველობა, დიპლოპია), დიზართრია, ამნეზია, კუნთების ტრემორი, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობები, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა თანმდევი სიყვითლით, სისხლის მორფოლოგიური სურათის ცვლილება: ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში) და აგრანულოციტოზი (გრანულოციტების არ არსებობა სისხლში), შარდის შეუკავებლობა, კანის ალერგიული რეაქციები (ერითემა), პარადოქსალური რეაქციები _ ფსიქომოტორული შფოთვა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა და აგრესიულობა, კრუნჩხვები. პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხანდაზმულ პაციენტებში და ფსიქიურად დაავადებულებში. პრეპარატის სისტემატურმა გამოყენებამ მრავალი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიერი დამოკიდებულება, ასევე აბსტინენციის სინდრომი ლორაზეპამის მიღების მკვეთრად შეწყვეტის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter