იცით ლორისტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორისტას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კალიუმის ლოზარტანით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც იყოფა შემდეგნაირად განვითარების სიხშირის შესაბამისად: • ძალიან ხშირი (>1/10) • ხშირი (>1/100 – <1/10) • ნაკლებად ხშირი (>1/1000 – <1/100) • იშვიათი (>1/10000 – <1/1000) • ძალიან იშვიათი (<1/10000, ცალკეული ცნობების ჩათვლით.) არასასურველი ეფექტების სიხშირე სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ: სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი: ანემია, შენლაინ-გენოხის პურპურა; იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანაფილაქსური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, (ხორხისა და ენის შეშუპების ჩათვლით, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ყელის შეშუპებას); რიგ პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპება ვითარდებოდა უფრო ადრე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების. სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი: ვასკულიტი. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა;  ნაკლებად ხშირი: მიგრენი. გულის მხრივ: ხშირი: გულისცემა, ტაქიკარდია. სუნთქვის ორგანოების, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყარის მხრივ: ხშირი: ხველა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ფარინგიტები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; იშვიათი – ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ნაკლებად ხშირი: ჭინჭრის გამონაყარი, პრურიტი. ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირი: მიალგია, ზურგის ტკივილი; ნაკლებად ხშირი: ართრალგიები. სხვა: ხშირი: ასთენია, სისუსტე, შეშუპებები, ტკივილი გულ-მკერდის არეში. ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: ხშირი: ჰიპერკალიემია; ნაკლებად ხშირი: შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონეების მომატება; ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter