იცით ლორისტა НD-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორისტა НD-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი: ანემია, შენლეინ-გენოხის პურპურა. იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის, ხორხისა და ენის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, საყლაპავის შეშუპებას). ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: თავის ტკივილი, სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, უძილობა, გადაღლა; არახშირად: შაკიკი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული), გულისცემის გაძლიერება, ტაქიკარდია; იშვიათად: ვასკულიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად: ხველა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: დიარეა, დისპეპსია, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. კანის საფარისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ: არახშირად: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად: მიალგია, ზურგის ტკივილი; არახშირად: ართრალგია. სხვა: ხშირად: ასთენია, სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მკერდის არეში. ლაბორატორიული მონაცემები: ხშირად: ჰიპერკალციემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მომატებული კონცენტრაცია (კლინიკურად უმნიშვნელო); არახშირად: სისხლის პლაზმაში კრეატინინისა და შარდოვანას დონის ზომიერი მატება; ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტებისა და ბილირუბინის აქტივობის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter