იცით ლორნოკამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორნოკამის გვერდითი მოვლენებია: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 – <1/10); არახშირი (≥1/1,000 – <1/100); იშვიათი (≥1/10,000 – <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძვლად). იშვიათი: ფარინგიტი. სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენის გახანგრძლივებული დრო. ძალიან იშვიათი: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია და ჰემოლიზური ანემია. იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქსია და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: არახშირი: ანორექსია, წონის ცვლილებები. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: მსუბუქი და ტრანზიტორული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. არახშირი: უძილობა, დეპრესია. იშვიათი: ძილიანობა, პარესთეზია, დისგევზია, ტრემორი, შაკიკი, აგზნება. ძალიან იშვიათი: ასეპტიური მენინგიტი მგლურას და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში. მხედველობის  და სმენის ორგანოების მხრივ: არახშირი: კონიუნქტივიტი. იშვიათი: მხედველობის დარღვევა. არახშირი: ვერტიგო, ტინიტუსი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი: პალპიტაციები, ტაქიკარდია, შეშუპება, გულის უკმარისობა, შეშუპება. იშვიათი: ჰიპერტენზია, წამოხურება, სისხლჩაქცევა, ჰემატომა. სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირი: რინიტი. იშვიათი: დისპნოე, ხველება, ბრონქოსპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ღებინება. არახშირი: ყაბზობა, შებერილობა,  პირის სიმშრალე, გასტრიტი, კუჭის წყლული, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პირის ლორწოვანი გარსის წყლულები. იშვიათი: მელენა,  სტომატიტი, გლოსიტი, პერფორირებული პეპტიური წყლული, გასტროინტესტინალური სისხლდენა. ჰეპატობილიარული დარღვევები: არახშირი: ტრანსამინაზების მომატება (ALT, AST). ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე და ქოლესტაზი. კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰიპერჰიდროზი, ერითემატოზური გამონაყარი, ურტიკარია და ანგიონევროზული  შეშუპება, ალოპეცია. იშვიათი: დერმატიტი და ეგზემა, პურპურა. ძალიან იშვიათი: შეშუპება და ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი,  ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:არახშირი: ართრალგია. იშვიათი: ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია. საშარდე სისტემის  მხრივ: იშვიათი: ნიკტურია, შარდვის  დარღვევები, სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეების მომატება. ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობის პროგრესირება.  ზოგადი დარღვევები: არახშირი: სისუსტე, სახის შეშუპება. იშვიათი: ასთენია. ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია, ტკივილი ინექციის ადგილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter