იცით ლოქსიდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოქსიდოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა. იშვიათად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება, ფარული ან მაკროსკოპულად ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, განსაკუთრებით მეტოტრექსატით ერთდროული მკურნალობისას. კანის საფარველის მხრივ: ქავილი, გამონაყარი; იშვიათად: ფოტოსენსიბილიზაცია, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სონდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, მრავალფორმიანი ერითემის ტიპის ბუშტუკოვანი დერმატიტი. იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. სასუნთქი სისტემის მხრივ: მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევა, განსაკუთრებით მათში, ვისაც აღენიშნება ალერგია ასპირინის ან სხვა აასს-ის მიმართ. ნერვული სისტემის მხრივ: თრობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბუსხვევა, ხმაური ყურებში, ძილიანობა, ცნობიერების მოშლა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება; არტერიული წნევის მომატება, გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის ოწოლის შეგრძნება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების შეცვლა (კრეატინინის და/ან შარდოვანას მაღალი შემცველობა სისხლში). ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილება (მათ შორის, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის დროებითი მატება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter