იცით ლუკამონტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლუკამონტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედებები მონტელუკასტი მთლიანობაში კარგად გადაიტანება. მსუბუქი გვერდითი მოვლენები არ საჭიროებს  პრეპარატის მოხსნას.  გვერდითი მოვლენების ზოგადი სიხშირე შედარებულია პლაცებოსთან. მონტელუკასტით მკურნალობისას  აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი მოვლენები (სიხშირე 1% და მეტი პლაცებოსთან შედარებით): თავის ტკივილი და აბდომინური ტკივილი. სხვა გვერდითი მოვლენები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტროენტერიტი, გრიპის მსგავსი მოვლენები, ფარინგიტი, სინუსიტი, ხველება, ცხვირის გაჭედვა, დაღლილობა, ძილიანობა.  შეშუპება, ფსიქიკური დარღვევები (მათ შორის საგანგაშო აღგზნებადობადა მოუსვენრობა), ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კანკალი, სიმშრალე პირის ღრუში, თავბრუსხვევა და არტრალგია არის სავარაუდო, მაგრამ არა დადასტურებული გვერდითი მოქმედებები.   მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter