იცით ლუმინალი (ფენობარბიტალი) ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლუმინალი (ფენობარბიტალი)  გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, ლეთრგია, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, თვბრუსხვევა, თავის ტკივილი, ნევროზულობა, შფოთვა, ჰალუცინაცია, ატაქსია, კოშმარული სიზმრები, ჰიპერკინეზია (ბავშვებში), აზროვნების პროცესისი დარღვევა, პარადოქსალური რეაქციები (უჩეულო აგზნება, უძილობა) – განსაკუთრებით ბავშვებში, ასაკოვნებში და დასუსტებულ ავადმყოფებში – მოქმედების შემდგომი ეფექტი (ასთენია,დამტვრეულობის შეგრძნება, მოთენთლობა, ფსიქომოტორული რეაქციების, და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება). გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის მხრივ; (სისხლწარმოქმნა, ჰემოსტაზი): აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰიპოტენზია და მეგალობლასტური ანემია (ხანგრძლივი გამოყენებისას), ბრადიკარდია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა/ ღებინება, ყაბზობა. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, ადგილობრივი შეშუპება (განსაკუთრებით ქუთუთოები, ლოყები და ტუჩები), ექსფოლიატიური დერმატიტი (სტივენ–ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი); შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. სხვა: ხანგრძლივი მოხმარებისას – ღვიძლის დაზიანება (სკლერების ან კანის სიყვითლე), ფოლატების დეფიციტი, ჰიპოკალციემია, ოსტეომალაცია, ლიბიდოს დარღვევა, იმპოტენცია. იწვევს მიჩვევას (ვლინდება მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ), წამლისმიერი შეჩვევა (ფსიქიური და ფიზიკური), მოხსნის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter