იცით მაგიტუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგიტუსის გვერდითი მოვლენებია: დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის თერაპიული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება იშვიათია. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუ და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.  ქლორფენამინის მალეატის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუ, ყურებში შუილი, აპათია, კოორდინაციის დარღვევა, გადაღლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ეიფორია, უძილობა და ტრემორი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს პირის სიმშრალე, შარდვის გახშირება და დიზურია, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, ხელებში სიმძიმისა და სისუსტის შეგრძნება.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter