იცით მანინილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მანინილის გვერდითი მოვლენებია: საკვების გამოტოვების, ჭარბი დოზის მიღების, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ასევე ალკოჰოლის ინტენსიური გამოყენების დროს შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის არასასურველი დაწევა (ჰიპოგლიკემია). ყველაზე ხშირად ეს ვლინდება ძლიერი შიმშილის გრძნობის, ჭარბი ოფლიანობის, სხეულში კანკალის შეგრძნების, გულის ფრიალის, აგზნებულობის, დეპრესიული ხასიათის, თავის ტკივილისა და ძილის დარღვევის სახით. უმეტეს შემთხვევაში ამის აღმოფხვრა შესაძლებელია გლუკოზის, შაქრის ან შაქრით გამდიდრებული საკვების სწრაფად მიღებით.ზოგჯერ აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომლებსაც ახლავს ღებინება და გულისრევა. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა მზის ძლიერი გამოსხივებისას და უი-ნათურების მიმართ (ეგრედწოდებული ფოტომგრძნობელობა). დარღვევები სისხლმბადი სისტემის მხრივ (თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ერითროციტოპენია) და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი) ძალიან იშვიათია. განსაკუთრებული მითითებები: ამ პრეპარატით ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის მკურნალობის ჩატარება საჭიროებს ექიმის მიერ რეგულარულ კონტროლს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter