იცით მასტოდინონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მასტოდინონის გვერდითი მოვლენებია: მძიმე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით, ყლაპვის გაძნელებით.  აღწერილია კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.  სიხშირე არ არის ცნობილი. მომატებული მგრძობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე  შეწყვიტეთ მასტოდინონის® ტაბლეტების მიღება. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: Vitex Agnus Castus-ის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან, დოფამინის ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან. ორსულობა და ლაქტაცია: მედიკამენტების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს   ექიმთან ან ფარმაცევტთან.  ორსულობისას მასტოდინონის მიღება არ არის ნაჩვენები. რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად Vitex Agnus Castus-ის ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. მასტოდინონის ტაბლეტების მიღება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს. განსაკუთრებული მითითებები: ცნობილია რომ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და მოწევა, უარყოფითად მოქმედებს ჰომეოპათიური პრეპარატების ეფექტურობაზე. გახანგრძლივებული, გაურკვეველი და განმეორებადი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ასეთი სიმპტომები შესაძლოა იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი, რომელის დროსაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. თუ ხართ ან იყავით დაავადებული ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ იღებთ დოფამინის აგონისტებს ან ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არ არსებობის გამო. ითვლება, რომ Vიტეხ Aგნუს ჩასტუს-ის ნაყოფი მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს. ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნის დროს Vitex Agnus Castus-ის ნაყოფის მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ მკურნალ ექიმს.  ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე არ არის შესწავლილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter