იცით მაქსიდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაქსიდექსის გვერდითი მოვლენებია: სტეროიდების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, რის გამოც რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა.განსაკუთრებული მითითებები: გაფრთხილება: ინტენსიურმა და ხანგრძლივმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება. კვლევებით არ არის დადგენილი პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედება ორსულობის პერიოდში, ამიტომ ორსულებში იგი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში. უსაფრთხოების ზომები: მკურნალობის პროცესში თუ არ მოხდა ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, უნდა დაინიშნოს სხვა სახის მკურნალობა. იშვიათად პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. შენახვის პირობები პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. მწარმოებელი: ALCON, ბელგია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter