იცით მაქსიტროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაქსიტროლის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები – დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ; თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად – სუბკაფსულური კატარაქტა; ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები. უკუჩვენება * Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი; * რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები; * თვალის სოკოვანი დაავადებები; * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; * პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას. განსაკუთრებული მითითებები: * ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის შემცირება, ასევე სუბკაფსულური კატარაქტის შემდგომი განვითარება. * განახგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს პაციენტის იმუნური სისტემა, რაც ზრდის მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას. * თვალის მწვავე ჩირქოვანი პროცესების დროს პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს მასკირება ან გაართულოს ინფექციური პროცესის მიმდინარეობა. თუ კორტიკოიდები 10 დღეზე მეტ ხანს გამოიყენება, საჭიროა თვალის შიდი წნევის რეგულარული კონტროლი. შენახვის პირობები პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. მწარმოებელი: ALKON, ბელგია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter