იცით მედაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედაზეპამის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: – ძილიანობა, ყურების დაგუბება; – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; – გონების არევა და დეზორიენტაცია; – ატაქსია. ეს მოვლენები ყველაზე ხშირია ხანდაზმული ასაკის პირებში. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში დოზის შესაბამისი შემცირება მნიშვნელოვნად აქვეითებს ამ არასასურველი მოქმედებების წარმოქმნის სიხშირეს. იშვიათია: – საერთო სისუსტე, ზოგჯერ გულყრა; – პირის სიმშრალის შეგრძნება; – მხედველობის დარღვევები (არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია); – დიზართრია გაურკვეველი მეტყველებით და არასწორი გამოთქმით; – ამნეზია; – კუნთების ტრემორი; – დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხივ; – ლიბიდოს დაქვეითება; – მენსტრუალური ციკლის დარღვევა; – ღვიძლის ფუნქციის მოშლა; – სისხლის მორფოლოგიური სურათის შეცვლა (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); – შარდის გამოყოფის დარღვევები; – არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება; – კანის ალერგიული რეაქციები; – პარადოქსული რეაქციები – ფსიქომოტორული შფოთვა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა და აგრესია, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები. პარადოქსული რეაქციები ყველაზე ხშირად ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ხანდაზმულ და ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში; – პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს წამალზე დამოკიდებულების განვითარებას, ასევე აბსტინენციური სინდრომის განვითარებას მედაზეპამის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter