იცით მედოლაპრამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედოლაპრამის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები შედარებით ხშირად ვითარდება მკურნალობის პირველ ან მეორე  კვირაში და შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ნაკლებ ინტენსიური, თერაპიის გაგრძელებისას ვითარდება უფრო იშვიათად.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შედარებით ხშირი – გულისრევა, მადის დაქვეითება, დიარეა, შეკრულობა; იშვიათი – გემოს შეგრძნების დარღვევა; შესაძლებელია – ღებინება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება. ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: შედარებით ხშირი – უძილობა ან ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე; შესაძლოა – მხედველობის დარღვევა, გულყრები, ტრემორი, მოძრაობითი დარღვევები, სეროტონინული სინდრომი, ჰალუცინაციები, მანია, ცნობიერების მოშლა, აჟიტაცია, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკის შეტევები, მომატებული გაღიზიანებადობა. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შედარებით ხშირი – მომატებული ოფლიანობა, ჰიპერთერმია; შესაძლოა ჰიპონატრემია. სასქესო სისტემის მხრივ: შედარებით ხშირი – ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა, ანორგაზმია (ქალებში). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ორთოსტატიული ჰიპოტენზია.  ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლოა – ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰ) არასაკმარისი სეკრეცია, გალაქტორეა. ალერგიული რეაქციები: შესაძლოა – ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება. დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლოა – გამონაყარი კანზე, ქავილი, ეკქიმოზები, პურპურა. სხვა: შედარებით ხშირი – სინუსიტები; შესაძლოა – ართრალგია, მიალგია, შარდის შეკავება. ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეპარატის სწრაფი მოხსნისას, შესაძლოა მოხსნის რეაქციები – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გულისრევა. მოცემული რეაქციების გამოხატულება უმნიშვნელოა, ხოლო ხანგრძლივობა – შეზღუდული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter