იცით მელიპრამინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელიპრამინის გვერდითი მოვლენებია: ავადმყოფებში, ვინც იღებს ამ პრეპარატს, შეიძლება არ გამოვლინდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. მათგან ზოგიერთი დამოკიდებულია დოზაზე და უკუვითარდება მისი შემცირებისას, ან მკურნალობის გაგრძელებისას მათი გამოხატულება მცირდება დამატებითი ზომების გარეშე. ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განსხვავება რთულია საწყისი დეპრესიული მდგომარეობისა და მისი სიმპტომებისაგან (მაგალითად, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, შფოთვა, პირის სიმშრალე). – იმიპრამინის შეყვანა უნდა შეწყდეს მძიმე ფსიქიკური ან ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების ჩივილებისა ან სიმპტომების გამოვლენისას. – ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიქოლინერგული, ნევროლოგიური, ფსიქიკური ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი მოვლენების მიმართ. მეტაბოლიზმი და პრეპარატის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს, რის შედეგადაც პრეპარატის დონე სისხლის პლაზმაში იმატებს. – ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები დაღლილობა, ძილიანობა, შფოთვის მომატება, აგზნება, ძილის დარღვევა, ჰიპომანიაკალურ-მანიაკალური მდგომარეობა, ცნობიერების დარღვევა (განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში და პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში), დეზორიენტაცია, ზოგჯერ ჰალუცინაციები, იშვიათ შემთხვევებში აქტივირდება ფსიქოზის სიმპტომები. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია აგრესიული ქცევა. – ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები ხშირად აღინიშნება ტრემორი. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პარესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ეპილეფსიურ შეტევებს. ზოგჯერ აღინიშნებოდა ელექტროენცეფალოგრამის ცვლილებები, კუნთების კლონური შეკუმშვები, სისუსტე, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ატაქსია, არამკაფიო მეტყველება, მაღალი ცხელება. – გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად აღინიშნება სინუსური ტაქიკარდია, ელექტროკარდიოგრამის კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები (T კბილის და ST სეგმენტის) გულის ნორმალური მდგომარეობის მქონე პაციენტებში და ორთოსტატული ჰიპოტენზია. არსებობს არითმიის, QRS კომპლექსის გაფართოების, PR ინტერვალის გაზრდის და აგრეთვე წინაგულოვანი ჰისის კონის ბლოკადის შემთხვევები. ზოგჯერ აღინიშნებოდა არტერიული წნევის ზრდა, გულის მუშაობის დეკომპენსაცია, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი. – ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები პაციენტები ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს, ოფლიანობას, ყაბზობას, აკომოდაციის დარღვევას, მხედველობის სიმახვილის დარღვევას, მხურვალების შეგრძნებას ან ალებს. ზოგჯერ აღინიშნება შარდვის გაძნელება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა თვალის გუგის გაფართოება, გლაუკომა და ნაწლავების პარალიზური გაუვალობა. – გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, უმადობა. რამდენიმე შემთხვევაში აღწერილია სტომატიტი, ენის დაზიანება და არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში. – ღვიძლისმიერი გვერდითი ეფექტები: ზოგიერთ შემთხვევაში – ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა. ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი სიყვითლის გარეშე. – დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები ზოგჯერ აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), აღწერილია ცალკეული შემთხვევები ლოკალური ან გენერალიზებული შეშუპებით, შუქმგრძნობელობით, ქავილით, პეტექიებით, ალოპეციით. – გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ენდოკრინულ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას: ხშირად მატულობს სხეულის წონა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და პოტენციის დარღვევა. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია გინეკომასტია, გალაქტორეა, ანტიდიურეზული ჰორმონების სეკრეციის დარღვევის სინდრომი, ჰიპო – ან ჰიპერგლიკემია, სხეულის წონის შემცირება. – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში რეგისტრირებულია ალერგიული პნევმონიტი ეოზინოფილიით ან მის გარეშე. სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტენზიით. – გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება სისხლის სისტემას: ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და პურპურა. – გვერდითი მოვლენები გრძნობათა ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter