იცით მელიტორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელიტორის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ წამალმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.   გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ან ზომიერია. ისინი ჩვეულებრივ ვითარდევა მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში და გააჩნიათ დროებითი ხასიათი.   ამ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება: • ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): თავის ტკივილი • გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაძინების გაძნელება (ინსომნია), გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი ზურგის არეში, დაღლილობა, შფოთვა, უცნაური სიზმრები, სისხლში ღვიძლის ფერმენტების შემცველობის მომატება, ღებინება, სხეულის მასის გაზრდა. • არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში): შაკიკი, ჩხვლეტის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში (პარესთეზია), მხედველობის სიმახვილის დარღვევა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი (დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობის მოთხოვნილება), ყურებში შუილი, ეკზემა, გადამეტებული ოფლის გამოყოფა (ჰიპერჰიდროზი)ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია, გამონაყარი), აგზნება, გაღიზიანებულობა, მოუსვენრობა, აგრესიული ქცევა, ღამის კოშმარები, მანია/ჰიპომანია (იხ. ასევე <<გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები>> განყოფილებაში 2), სუიციდური აზრები ან ქცევა, ცნობიერების აღრევა, სხეულის მასის შემცირება. • იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში): კანის სერიოზული გამონაყარი (ერითემული გამონაყარი), სახის შეშუპება (გასიება) და ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან/და ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება), ჰეპატიტი, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის უკმარისობა*, ჰალუცინაციები, სიმშვიდის შენარჩუნების შეუძლებლობა (ფიზიკური და მენტალური მოუსვენრობის გამო), შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა.  *არსებობს ლეტალური შედეგის და ღვიძლის გადანერგვის შესახებ შეტყობინებების უმნიშვნელო რიცხვი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter