იცით მელოფლამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელოფლამის გვერდითი მოვლენებია: ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მელოფლამსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ვლინდება არა ყველა პაციენტში. ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლენილ იქნა კლინიკური გამოცდისას. ყველაზე ხშირია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მონელების გაძნელება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი მოშლა, გულძმარვა, საყლაპავის ლორწოვანის ანთება, კუჭის ან/და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ფარული ან მაკროსკოპული სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან. სისხლის სისტემის მხრივ: სისხლდენებისადმი მიდრეკილება, სისხლის უჯრედოვანი ფორმულის ცვლილება (მათ შორის ლეიკოციტარული ფორმულის), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. კანი: ქავილი, გამონაყარი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჭინჭრის ციება. ცენტრალური ნერვული სისტემა: სუსტი ან ძლიერი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ძილიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გაძლიერება, სისხლსავსეობა. შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებები. ძალიან იშვიათად გვხვდება: ანგიონევროზული შეშუპება და დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი, მონელების დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ბულოზური ცვლილებები (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი), ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ხასიათის ცვლილება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ასთმის შეტევები, კონიუქტივიტი, მხედველობის მოშლა (მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება). მძიმე გვერდითი ეფექტების არსებობისას ან ისეთი მოვლენების გამოჩენა, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ჩარევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter