იცით ნაზოფანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაზოფანის გვერდითი მოვლენებია: ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები მათი წარმოშობის სიხშირის მიხედვით არის სისტემური ორგანოებისა და სისტემების მხრივ: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 – <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 – <1/100), იშვიათი (≥1/10000 – <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/1000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. იმუნური სისტემის დარღვევის მხრივ: იშვიათი – ანაფილაქტოიდური. ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმი: ძალიან იშვიათად – კანის რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება (განსაკუთრებულად სახის და ენის). დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თვის ტკივილი, უსიამოვნო გემო, უსიამოვნო სუნის შეგრძნება. დარღვევები მხედველობის მხრივ: ძალიან იშვიათი – კატარაქტა, გლაუკომა (შეინიშნებოდა ხარგრძლივი მკურნალობის დროს), თვალის შიგა წნევის მომატება. დარღვევები კანის და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათი – წყლულები კანზე. დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი – სისხლდენა ცხვირიდან; ხშირი – ცხვირისა და ყელის სიმშრალე და გაღიზიანება; ძალიან იშვიათი – ცხვირის ძგიდეს პერფორაცია, წყლულები ლორწოვან გარსზე (ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებსაც ცხვირის ღრუს მიდამოებში ჩატარებული აქვთ ქირურგიული ოპერაცია). შესაძლოა ზოგიერთი ნაზალური კორტიკოსტეროიდის სისტემური მოქმედება, განსაკუთრებით დიდი დოზით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter