იცით ნაკომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაკომის გვერდითი მოვლენებია:  – გვერდითი მოვლენები ნაკომის გამოყენების დროს განპირობებულია დოფამინის მოქმედებით ცნს-ზე, ქორეოფორმული, დისტონიური ან სხვა უნებლიე მოძრაობების, კუნთების მხრივ კონვულსიური მოვლენების, ბლეფაროსპაზმის და ტრიზმის დროს საჭიროა დოზის შემცირება. – იშვიათად აღინიშნება ცვლილებები ფსიქიური სფეროს მხრივ: პარანოიდული აზრები, დეპრესია, დემენცია. ძალიან იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები, თუმცა მათი კავშირი ნაკომის გამოყენებასთან არ არის დადგენილი. – იშვიათად აღინიშნება გულის რითმის დარღვევა, ხანდახან წინაგულების თრთოლვა, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია, ანორექსია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავში წყლულოვანი პროცესის განვითარება, ფლებიტი, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. – აღწერილია შემთხვევები კუმბსის სინჯის დადებითი შედეგებით ნაკომით ან ლევოდოპათი მკურნალობის დროს, ჰემოლიზური ანემია აღინიშნება ძალიან იშვიათად. სხვა გვერდითი მოვლენები:  ფსიქიური – ეიფორია, ლეთარგია, აგზნებადობა, დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, უსიამოვნო სიზმრები, უძილობა, ჰალუცინაციები, განგაშის შეგრძნება და დეპრესია. ნევროლოგიური: ატაქსია, ასთენია, თავის ტკივილი, ხელების ტრემორის გაძლიერება, ტრიზმი, ნისტაგმი. კუჭ-ნაწლავის მხრივ: ყაბზობა, ფაღარათი, სლოკინი, ყლაპვის გაძნელება, პირში მწარე გემოს შეგრძნება, ენის წვის შეგრძნება, არასასიამოვნო სუნი პირიდან. დერმატოლოგიური: ოფლიანობა, შეშუპება, თმის ცვენა. უროგენიტალური: შარდის შეკავება ან შარდის შეუკავებლობა, ჰემატურია, შარდის შავი ფერი. მხედველობის დარღვევები: დიპლოპია, გუგების გაფართოვება გორნერის სინდრომი. გარდა ამისა შესაძლებელია სითხის შეგრძნება, წონის მომატება ან შემცირება, ლაბორატორიული მონაცემების მხრივ ცვლილებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter