იცით ნაროპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაროპინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები: ნაროპინზე არასასურველი რეაქციები სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიოებზე რეაქციების ანალოგიურია და სწორად გამოყენების შემთხვევაში (დოზის სწორად შეყვანის და სისხლძარღვში შეყვანის დროს) გვხვდება ძალიან იშვიათად. საჭიროა მათი გარჩევა ეპიდურულ ფონზე ნერვების ბლოკადის გამო გამოვლენილი ეფექტებისგან, მაგალითად არტერიალური წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია. დოზის სისტემური გადაჭარბების და სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის დროს შესაძლებელია სერიოზული გართულებები (იხ. „ჭარბი დოზა“) ალერგიული რეაქციები: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი – ყველაზე მძიმე შემთხვევაში) აღინიშნება იშვიათად. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ნეიროპათია და ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა (წინა სპინალური არტერიის სინდრომი, არაქნოიდიტი,  „ცხენის კუდის“ სინდრომი)  ჩვეულებრივ დაკავშირებულია რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკაზე, და არა პრეპარატის მოქმედებაზე. მწვავე სისტემური ტოქსიკურობა: პრეპარატის სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის ან ჭარბი დოზით შეყვანის დროს მაღალი დოზების გამოყენების ან სისხლში კონცენტრაციის სწრაფად მომატების შემთხვევაში ნაროპინმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე სისტემური ტოქსიკური რეაქციები (იხ. “ფარმაკოლოგიური თვისებები” და “ჭარბი დოზა”). ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები; ცნობილია პრეპარატით გამოწვეული სხვადასხვა გვერდითი ეფექტები, რომელთა უმრავლესობა დაკავშირებულია არა გამოყენებული საანესთეზიოს მოქმედებაზე,  არამედ რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკასთან. უფრო ხშირად (> 1%) აღინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეფასებულია როგორც კლინიკური მნიშვნელობის მქონე, მიუხედავად იმისა იყო თუ არა დადგენილი საანესთეზიოს გამოყენების მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი: არტერიალური წნევის შემცირება, გულისრევა, ბრადიკარდია, ღებინება, პარესთეზია, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შარდის შეკავება, თავბრუსხვევა, შეციება, არტერიალური წნევის აწევა, ტაქიკარდია, ჰიპოესთეზია, მოუსვენრობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter