იცით ნებეტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნებეტას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი სხვადასხვაა ჰიპერტენზია/გულის იშემიური დაავადებისა და გულის ქრონიკული უკმარისობისათვის. ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადება ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ქოშინი, ყაბზობა, გულისრევა, დიარეა, დაღლილობა, შეშუპება. სხვა ნაკლებად ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: კოშმარული სიზმრები, დეპრესია, მხედველობის დარღვევა, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, შენელებული AV გამტარებლობა /AV-ბლოკადა, ჰიპოტენზია, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ბრონქოსპაზმი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი. ზოგიერთი ბეტა-ადრენობლოკატორების მიღებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ჰალუცინაციები, ფსიქოზები, დაბნეულობა, ცივი/ციანოზური კიდურები, რეინოს ფენომენი, თვალის სიმშრალე გულის ქრონიკული უკმარისობა გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენეტების გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები მიღებულია ერთი პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევიდან. 1067 პაციენტი იღებდა ნებივოლოლს და 1061 პაციენტი – პლაცებოს. მოცემულ კვლევაში 449 პაციენტმა (42.1%) აღნიშნა ნებივოლოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა, 334 პაციენტთან შედარებით (31.5%), რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა ნებივოლოლის პაციენტებში იყო ბრადიკარდია და თავბრუსხვევა, ორივე აღენიშნებოდა დაახლოებით პაციენტთა 11%-ს. შესაბამისად, აღნიშნული მოვლენების სიხშირე პლაცებოს ჯგუფის პაციენტებს შორის იყო დახლოებით 2% და 7%. გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ პრეპარატთან დაკავშირებული), რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში: – გულის უკმარისობის გაუარესება, რომელიც გამოვლინდა ნებივოლოლის ჯგუფში პაციენტთა 5.8%-ში, პლაცებოს ჯგუფში კი-პაციენტების 5.2%-თან შედარებით. – ორთოსტატიული ჰიპოტენზია: ნებივოლოლი – 2.1%, პლაცებო – 1.0%. – პრეპარატის აუტანლობა: ნებივოლოლი – 1.6%, პლაცებო – 0.8%. – პირველი ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა: ნებივოლოლი – 1.4%, პლაცებო – 0.9%. –  ქვედა კიდურების შეშუპება: ნებივოლოლი – 1.05%, პლაცებო – 0.2%. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პაციენტები თირკმლის უკმარისობით: არ არის საჭირო დოზის განსაკუთრებული რეგულირება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკამარისობის დროს. არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მძიმე უკმარისობა (შრატის კრეატინინი ≥250  µmol/l). ამიტომ ასეთ შემთხვევაში ნებივოლოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული. პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: მცირეა მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში უკუნაჩვენებია. ხანდაზმულები: არ არის საჭირო დოზის რაიმე სახის რეგულირება, რადგან მაქსიმალურად ასატანი დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. ბავშვები და მოზარდები: არ განხორციელებულა რაიმე სახის კვლევა ბავშვებში და მოზარდებში. ამის გამო ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზრდებში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter