იცით ნევიგრამონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნევიგრამონის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ქოლესტაზი, გასტროინტესტინური სისხლდენა. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, სახსრების შეშუპებით და მათი მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული ართრალგია გვხვდება ძალიან იშვიათად. ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია ძილიანობა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, პარკინსონიზმის მოვლენები – ტოქსიკური ფსიქოზი (კონვულსიით), ქალასშიდა წნევის მომატება. ჰემოპოეზის ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია. ფოტოსენსიბილიზაციის სიმპტომები: ერითემა და კანის ზედაპირზე არსებული ბუშტუკები. ფოტოსენსიბილიზაციის დროს: მკურნალობის პერიოდში სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა თავი ავარიდოთ მზის სხივებს. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ატარებს დროებით ხასიათს და ქრება სპონტანურად. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა გვერდითი მოვლენების არსებობის გამო, თითქმის არასოდეს არ არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter