იცით ნეირორუბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეირორუბინის გვერდითი მოვლენებია: იმუნური სისტემა. აღნიშნულია ერთეული შემთხვევები ანგიონევროტული შეშუპებისა, ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნომელობით. იშვიათად ალერგიული რეაქციები. გარკვეულ სიტუაციებში ვიტამინების შემცველ მედიკამენტებს იშვიათად შეუძლიათ გამოიწვიონ ანაფილაქსიური რეაქციები ამისადმი მიდრეკილ ავადმყოფებში. როგორც ანტიდოტი შეიძლ;ება გამოყენებულ იქნეს გლუკოკორტიკოიდები და ანტიჰისტამინური პრეპარატები. ენდოკრინული სისტემა პრეპარატის მიღებისას ინჰიბირდება პროლაქტინი. ნერვული სისტემა ერთეულ შემთხვევებში ჩნდება ფორიაქი. პირიდოქსინი ასტიმულებს ლევოდოპის დეკარბოქსილირებას და შეუძლია შეამციროს თერაპიული ეფექტი პარკინსონიზმის დროს.. აღნიშნულის შესაძლებლობა გამორიცხავს პრეპარატის გამოყენებას დეკარბოქსილაზის ინჰიბიტორების დროს პირიდოქსინ ჰიდროქლორიდის დიდი დოზების (500მგ) ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის ერთეული შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემა. აღინიშნა ტაქიკარდიისა და ცირკულარული კოლაფსის ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. სუნთქვის ორგანოები ციანოზისა და ფილტვის შეშუპების ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი გულისრევა, სისხლდენა კუწნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი პრეპარატის მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ გლუტამინ ოქსალოაცეტინტრანსამინაზის (SGOT) მომატება სისხლში. კანი. აღნიშნულია ერთეული შემთხვევები ქავილისა და გამონაყრისა უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს აკნე. პირიდოქსინ ჰიდროქლორიდმა შეიძლება გააძლიეროს ჭორფლისა და მაგვარი გამონაყრის წარმოქმნა.. არახშირი ალერგიული რეაქციები. ზოგადი სიმპტომები უეცარი იფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter