იცით ნეოაგრეგანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოაგრეგანის გვერდითი მოვლენებია: აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევაში ვითარდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულძმარვა, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – ტკივილი მუცლის არეში, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება;  ზოგიერთ შემთხვევაში – სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხშირად – გახანგრძლივებული სისხლდენა; იშვიათად – ანემია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აპლაზიური ანემია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი. ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი. ცნს-ს მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ხმაური ყურებში, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter