იცით ნიტრაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტრაზეპამის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების შენელება, კუნთების სისუსტე; იშვიათად თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ამნეზია, დეპრესია, მხედველობის დარღვევა. დაავადების მიმართ მიდრეკილების მქონე ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია სუიციდური მცდელობა, ჰალუცინაციები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – არტერიული ჰიპოტენზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – პირის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა. სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ობსტრუქციული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter