იცით ნიტროს (საინექციო) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტროს (საინექციო) გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემა: ნიტროგლიცერინი იწვევს დოზა-დამოკიდებულ თავის ტკივილს თავის ტვინის სისხლძარღვების დილატაციის გამო. აგზნება და ფსიქიური წონასწორობის დარღვევა აღინიშნება მაღალი დოზების მიღების დროს. გულყრები აღინიშნება იშვიათად. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ნიტროგლიცერინის ინტრავენური შეყვანის დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა. ხშირად ამას იწვევს შეუმჩნეველი ჰიპოვოლემია. ასევე ნიტორგლიცერინი იწვევს სიმხურვალეს, სისუსტეს, თავბრუსხევავს და პოსტურალულ ჰიპოტენზიას, რომელიც ასოცირდება რეფლეტორულ ტაქიკარდიასთან. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენებით ბეტა-ადრენობლოკატორებთან. შესაძლებელია ნიტორგლიცერინმა გამოიწვიოს ასისტოლია და ბლოკადა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება. სხვა: ინფუზიის მაღალი სიჩქარის (290მკგ/წუთში) დროს, ან პაციენტებში დაბალი კლირენსით შესაძლებლია მეტჰემოგლობინის კონცენტრაციის მომატება. შეიძლება აღინიშნოს ჰიპოქსემია, რომელიც გამოწვეულია მისი ინტრავენური შეყვანით. აღნიშნული იწვევს პარადოქსულ რეაქციებს, როგორიცაა გულმკერდში ძლიერი ტკივილები და შთ სეგმენტის ცვლილება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter