იცით ნიტროფურალი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტროფურალი  გვერდითი მოვლენებია: ნიტროფურალი გარეგანი მიღებისას ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. იშვიათად ვითარდება დერმატიტები, რაც საჭიროებს პრეპარატის მიღების დროებით ან საერთოდ შეწყვეტას. პრეპარატის პერორალურად მიღების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უმადობას, გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, კანზე ალერგიულ გამონაყარს. ზემოაღნიშნული შემთხვევების დროს ფურაცილინის მიღებას წყვეტენ ან ამცირებენ დოზას. პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნევრიტები. პრეპარატის ჭამის დროს მიღება და დიდი რაოდენობით წყლის მიყოლება ამცირებს მის გვერდით ეფექტს. გვერდითი მოქმედება მთლიანად გაივლის ან მცირდება ანტიჰისტამინური საშუალებების (დიმედროლი და სხვა), ნიკოტინის მჟავას (ნიკოტინამიდის), თიამინ-ქლორიდის (ან ბრომიდის) მიღებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter