იცით ნიფლოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიფლოქსის გვერდითი მოვლენებია: ოფლოქსაცინი გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით შეადგენს 7%. ყველაზე ხშირ მოვლენებს წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (დაახლოებით 5.0%) და ნერვული სისტემის მხრივ (დაახლოებით 2.0%) განვითარებული მოვლენები. შემდეგი ინფორმაცია დამყარებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილების მონაცემებზე, სადაც არახშირი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება 0.1 – 1.0%, იშვიათი <0.1%, ძალიან იშვიათი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა. იშვიათი: დაბნეულობა, ღამის კოშმარები, შფოთვა, დეპრესია, ჰალუცინაციები და ფსიქოზური რეაქციები, ძილიანობა, სიარულის ცვლილება და კანკალი (კუნთების კოორდინაციის დარღვევების გამო), ნეიროპათია, დაბუჟება და პარესთეზია ან ჰიპოესთეზია, მხედველობის დარღვევა, გემოს შეგრძნების და ყნოსვის დარღვევა (მათ შორის გამონაკლისი შემთხვევები, ფუნქციის დაკარგვა), ექსტრაპირამიდული სიმპტომები. ძალიან იშვიათი: კონვულსიები, სმენის დარღვევა (მათ შორის გამონაკლის შემთხვევებში, სიყრუე). მოცემული რეაქციები შეინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში ოფლოქსაცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ. მსგავს შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა. ცალკეული შემთხვევები: ფსიქოზური რეაქციები და დეპრესია თვითდაზიანების მცდელობის, სუიციდური აზრების და ქმედებების ჩათვლით. გულსისხლძარღვთა სისტემა შეინიშნებოდა ტაქიკარდია და არტერიული წნევის დროებითი შემცირება. იშვიათი: სისხლის მიმოქცევის კოლაფსი (არტერიული წნევის უეცარი დაცემა). ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათი: ანემია, ლეიკოპენია (მათ შორის აგრანულოციტოზი), თრომბოციტოპენია, პანციტოპენია. მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეულია ზურგის ტვინის დეპრესიით. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ჰემოლიზური ანემიის განვითარება. თირკმლის გვერდითი მოვლენები იშვიათი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ცალკეული შემთხვევები: მწვავე ნაწლავური ნეფრიტი ან შრატისმიერი კრეატინინის გაზრდა, რაც შესაძლოა პროგრესირებდეს თირკმლის მწვავე უკმარისობამდე. ალერგია და კანის მხრივ არახშირი: კანზე გამონაყარი, ქავილი. ძალიან იშვიათი: გამონაყარი მზის პირდაპირ სხივებზე ექსპოზიციისას, კანის სხვა სახის მწვავე რეაქციები, ჰიეპრმგრძნობელობის რეაქციები, მყისიერი ან დაგვიანებული, ზოგადად კანზე (მაგ. მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი და ვასკულიტი), შესაძლოა განვითარდეს. გამონაკლის შემთხვევებში, ვასკულიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის დაზიანება ნეკროზის ჩათვლით და ასევე შესაძლოა მოიცავდეს შიდა ორგანოებს. იშვიათად შეინიშნება ანაფილაქსიის სხვა ნიშნები, როგორიცაა ტაქიკარდია, ცხელება, დისპნოე, შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ვასკულიტური რეაქციები, ეოზინოფილია. მსგავს შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და თუ საჭიროა დაინიშნოს შემანარჩუნებელი თერაპია. ცალკეული შემთხვევები: პნევმონიტი. სხვა სახის გვერდითი მოვლენები იშვიათი: უგუნებობა. ძალიან იშვიათი: სისხლში შაქრის დონეების ჭარბი მომატება ან შემცირება. სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი (ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა იყოს რაბდომიოლიზის სიმპტომები). ცალკეულ შემთხვევებში: მყესის დისკომფორტი მყესის გაწყვეტის და ანთების ჩათვლით (მაგ. აქილევსის მყესი) განსაკუთრებით პაციენტებში კორტიკოსტეროიდების მიღებისას. მყესის ანთების ნიშნების შემთხვევაში, ტარივიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა დაზიანებულ მყესზე. არ შეიძლება გამოირიცხოს ოფლოქსაცინის მიერ პორფირიის შეტევების გამოწვევის შესაძლებლობა წინასწარგანწყობილ პაციენტებში. გარდა ძალიან იშვიათი შემთხვევებისა (მაგ. ყნოსვის, გემოს და სმენის დარღვევების ცალკეული შემთხვევები) სხვა სახის გვერდითი მოვლენები ქრებოდა ოფლოქსაცინის მიღების შეწყვეტის შმედეგ. ორნიდაზოლი კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულსირევა, ღებინება, ანორექსია და მეტალის ან მომწარო გემო. ცნს-ის მხრივ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო და ძილიანობა, რიგიდობა, კანკალი, კოორდინაციის დარღვევა, კონვულსიები (იშვიათი), ცნობიერების დარღვევა და მგრძნობელობის ან შერეული პერიფერული ნეიროპათიის ნიშნები შეინიშნებოდა. სისხლის დისკრაზიები, როგორიცაა მედულარული აპლაზია და ნეიტროპენია, შეიძლება იშვიათად განვითარდეს. სხვა სახის გევრდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა, თხიერი განავალი და თავის ტკივილი ასევე შეინიშნებოდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter