იცით ნოლაქსენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოლაქსენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო – ან ჰიპერკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად – გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერულ პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში. კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter