იცით ნოლპაზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოლპაზას გვერდითი მოვლენებია: მოყვანილია გვერდითი მოვლენები ჯანმოს კლასიფიკაციით: სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – მუცლის ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, მეტეორიზმი; არახშირი – გულისრევა, ღებინება; იშვიათი – პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათი – “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის და გამა-გლუტამინტრანსფერაზის (გგტ) მომატება, ღვიძლის მძიმე დაზიანებები, რომელსაც მოყვება სიყვითლე ღვიძლის უკმარისობით ან მის გარეშე. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შიკოს ჩათვლით. საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათი – ართრალგია; ძალიან იშვიათი – მიალგია. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი; არახშირი – თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა). ფსიქიკური დარღვევები: ძალიან იშვიათი – დეპრესია. შარდ – სასქესო სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ინტერსტიციალური ნეფრიტი. ალერგიული რეაქციები: არახშირი – ქავილი და გამონაყარი; ძალიან იშვიათი – ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს – ჯონსონის სინდრომი, პოლიმორფული ერითემა ან ლაილის სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია. ზოგადი დარღვევები: ძალიან იშვიათი – პერიფერიული შეშუპებები, ჰიპერთერმია, სისუსტე, სარძევე ჯირკვლების მტკივნეული დაჭიმულობა, ტრიგლიცერიდების დონის მომატება. მძიმე, არასასურველი მოვლენების განვითარებისას, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter