იცით ნონდეპრესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნონდეპრესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია მკურნალობისას გამოვლენილი საერთო მონაცემებიდან ფარდობითი პროცენტით. საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (12%); შედარებით იშვიათად – ყაბზობა დიარეა, მადის დაქვეითება; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების მომატება; ერთეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციათა მძიმე დარღვევა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პაროქსეტინის მიღებასა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობას შორის დადგენილი არ არის, მაგრამ ღვიძლის ფუნქციათა დარღვევისას რეკომენდებულია პაროქსეტინის მიღების შეწყვეტა. ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა (9%); ტრემორი (8%); საერთო სისუსტე და დაღლილობა (7%); უძილობა (6%); ერთეულ შემთხვევებში – თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, პარესთეზიები, სომნამბულიზმი, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება; იშვიათად – ექსტრაპირამიდული დარღვევები, ოროფარინგეალური დისტონია. ექსტრაპირამიდული დარღვევები ვლინდება ნეიროლეპტიური საშუალებებით ინტენსიური თერაპიის შემდგომ. იშვიათად აღინიშნა ეპილეფსიის მსგავსი გულყრები (რაც დამახასიათებელია სხვა ანტიდეპრესანტებისთვისაც); ქალასშიდა წნევის მომატება. ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ოფლის გამოყოფის მატება (9%), პირის სიმშრალე (7%). მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა, მიდრიაზი; იშვიათად – გლაუკომის მწვავე შეტევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში – ტაქიკარდია, ცვლილებები ეკგ-ზე, არტერიული წნევის ლაბილობა, გულისწასვლა. სასქესო სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევები (13%), ერთეულ შემთხვევებში – ლიბიდოს ცვლილება. საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად – შარდვის გაძნელება წყალ-მარილოვანი ცვლის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ჰიპონატრემია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, ცნობიერების დაბინდვით ან ეპილეფსიის მსგავსი სიმპტომებით. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ნატრიუმის დონე სისხლში ნორმალიზდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა განვითარდა ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერპროდუქციის შედეგად. ასეთი შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც პაროქსეტინის გარდა იღებდნენ შარდმდენ და სხვა საშუალებებს. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ჰიპერემია, კანქვეშა სისხლჩაქცევები, სახისა და კიდურების შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება), ქავილი. სხვა: ერთეულ შემთხვევებში – მიოპათია, მიალგია, მიასთენია, მიოკლონია, ჰიპერგლიკემია; იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ჰიპოგლიკემია, ტემპერატურის მომატება და გრიპოზული სიმპტომების განვითარება, გემოვნების შეცვლა. დაფიქსირებულია თრომბოციტოპენიის განვითარება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან დადგენილი არ არის). პაროქსეტინის მიღებას შესაზლოა თან ახლდეს სხეულის მასის მომატება ან დაკლება. აღწერილია სისხლდენის განვითარების რამდენიმე შემთხვევა. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, პაროქსეტინი იშვიათად იწვევს პირის სიმშრალეს, ყაბზობასა და ძილიანობას. პრეპარატის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (მაგ. პარესთეზიები), შიში, ძილის დარღვევა, აჟიტაცია, ტრემორი, გულისრევა, ოფლის გამოყოფის მატება და ცნობიერების დაბინდვა, ამიტომ თერაპიის შეწყვეტა აუცილებელია თანდათანობით (მიზანშეწონილია დოზის შემცირება ყოველ მეორე დღეს). გვერდითი მოვლენების ინტენსივობა და გამოვლენის სიხშირე მცირდება თერაპიის გაგრძელებისას, ამიტომ უმეტესობის გამოვლენისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter