იცით ნოფუნგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოფუნგის გვერდითი მოვლენებია: ფლუკონაზოლის ამტანობა კარგია. ფლუკონაზოლის ყველაზე ხშირი, კლინიკური ცდების დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები; კანის მხრივ: გამონაყარი, კანის ექსფოლიატური დაზიანება, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის არეში ტკივილი, ფაღარათი, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება. ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენა (იშვიათად ფატალური გამოსავლით), ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, სიყვითლე, და ასევე ტუტოვანი ფოსფატაზების, ბილირუბინის, ალანინტრანსფერაზასა(ALT) და ასპარაგინტრანსფერაზას (ACT) მომატება. ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ჰიპერქოლესტერემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოვნების დარღვევა. ზოგიერთ ავადმყოფს, განსაკუთრებით მძიმე ფონური დაავადებით (შიდსი ან კიბო) ფლუკონაზოლის მიღებისას აღენიშნებოდათ თირკმლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თუმცა ამ მოვლენების კლინიკური მნიშვნელობა და მათი კავშირი  პრეპარატის მიღებასთან არ არის ცნობილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter