იცით ნუროფენი® საბავშვოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნუროფენი® საბავშვო გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი ეფექტების გაჩენის რისკის დაყვანა მინიმუმამდე შეიძლება, თუ პრეპარატს მივიღებთ მოკლე კურსით, მინიმალური ეფეტქური დოზით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების აღმოსაფხვრელად. გვერდითი ეფექტები უპირატესად დოზადამოკიდებულია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა იბუპროფენის ხანმოკლე მიღებისას დოზებით, რომლებიც არ აღემატებოდნენ 1200 მგ/დღეში. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის დროს და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხვა გვერდითი რეაქციების გაჩენა. გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირის შეფასება განხორციელებულია შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ძალიან ხშირად (³1/10); ხშირად (³ 1/100-დან და <1/10-მდე); არახშირად (³1/1000-დან და <1/100-მდე); იშვიათად (³1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასების მონაცემები არ არსებობს). დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ • ძალიან იშვიათად: სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). ასეთი დარღვევების პირველი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული წყლულები პირის ღრუში, გრიპის მაგვარი სიმპტომები, გამოხატული სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები, უცნობი ეთიოლოგიის სისლხდენები და სისხლჩაქცევები. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ • არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური რეაქციები, რეაქციები სასუნთი გზების მხრივ (ბრონქიალური ასთმა, მათ შორის მისი გამწვავება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, დისპნოე), კანის რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ექსფოლიატიური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიმორფული ერითემა), ალერგიული რინიტი ეოზინოფილია.   • ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, მათ შორის სახის, ენის და ხახის შეშუპება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება ან მძიმე ანაფილაქსიური შოკი). დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ • არახშირად: აბდომინალური ტკივილები, გულისრევა, დისპეპსია. • იშვიათად: დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა და ღებინება. • ძალიან იშვიათად: პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მელენა, ღებინება სისხლით, წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი. • სიხშირე უცნობია: კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ • ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ • ძალიან იშვიათად: თირკმელების მწვავე უკმარისობა (კომპენსირებული და დეკომპენსირებული), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, სისხლის პლაზმაში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებასთან და შეშუპებების გაჩენასთან კომბინაციაში, პაპილარული ნეკროზი. დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ • არახშირად: თავის ტკივილი. • ძალიან იშვიათად: ასეპტიური მენინგიტი (პაციენტებში აუტოიმუნური დაავადებებით). დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ • სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპებები, ხანგრძლივი გამოყენებისას მომატებულია თრომბოზული გართულებების რისკი (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი), არტერიული წნევის მომატება. დარღვევები სასუნთქი სისტემის და შუასაყარის ორგანოების მხრივ • სიხშირე უცნობია: ბრონქიალური ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი. სხვა • ძალიან იშვიათად: შეშუპებები, მათ შორის პერიფერიული. ლაბორატორიული მაჩვენებლები • ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს) • სისხლდენის დრო (შეიძლება გაიზარდოს) • სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაცია (შეიძლება შემცირდეს) • კრეატინინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს) • კრეატინინის პლაზმური კონცენტრაცია (შეიძლება გაიზარდოს) • ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს). გვერდითი ეფექტების გაჩენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter