იცით ნუროფენ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნუროფენ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: 2-3 დღის განმავლობაში ნუროფენ ფორტეს მიღებისას გვერდითი მოქმედება პრაქტიკულად არ აღინიშნება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: – კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გასტროპათია (აბდომინალური ტკივილი, გულის რევა, ღებინება, ძმარვა, მადის დაქვეითება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაზბობა; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დაწყლულება, რომელიც რიგ შემთხვევაში გართულებულია პერფორმაციითა და სისხლდენით); პირის ღრუს ლორწოვანას გაღიზიანება ან სიმშრალე, ტკივილი პირის ღრუს არეში, ღრძილების ლორწოვანის დაწყლულება, აფტოზური სტომატიტი, პანკრეატიტი. – ჰეპატობილიარული სისტემა: ჰეპატიტი. – სასუნტქი სისტემა: ქოშინი, ბრონქოსპაზმი. – გრძნობათა ორგანოები სმენის დარღვევა: სმენის დაქვეითება, ხმაური ყურში; მხედველობის დარღვევა: მხედველობითი ნერვის ტოქსიკური დაზიანება, ბუნდოვანი მხდეველობა ან გაორება, სკოტომა, თვალის სიმშრალე და გაღიზიანება, კონიუნქტივისა და ქუთუთოების შეშუპება (ალერგიული გენეზისა). – ცენტრალური და პერეფერიული ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, ნერვიულობა და გაღიზიანება, ფსიქომოტორული აგზნება, ძილიანობა, დეპრესია, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, იშვითად – ასეპტიკური მენინგიტი (ხშირად-პაციენტებთან აუტოიმუნური დაავადებებით). – გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულის უკმარისობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება. – შარდსასქესო სისტემა: თირკმლების მწვავე უკმარისობა, ალერგიული ნეფრიტი, ნეფროლოგიური სინდრომი (შეშუპება), პოლიურია, ცისტიტი. – ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე (ჩვეულებრივ ერითემატოზული ან ჭინჭრის გამონაყარი), კანის ქავილი, კვიკეს შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი ან დისპნოე, ციებ-ცხელება, მრავალფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), გამონაყარი, კონიუნქტივიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, ეოზინოფილია, ალერგიული რინიტი. – სისხლწარმომქმნელი ორგანოები: ანემია (მათ შორის ჰემოლიზური, აპლასტიური); თრომბოციტოპენია, თრომბოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია. – ლაბორატორიული მაჩვენებლები: – სისხლდენის დროს (შეიძლება გაიზარდოს); – შრატში გლუკოზის კონცენტრაცია (შეიძლება შემცირდეს); – კრეატინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს); – ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს); – შრატში კრეატინის კონცენტაცია (შეიძლება გაიზარდოს); – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს). გვერდითი ეფექტების წარმოქმნისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter