იცით ოლზაპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოლზაპის გვერდითი მოვლენებია: ოლანზაპინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ძილიანობა და წონის მატება. ასევე გამოვლენილია პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის მცირედ გამოხატული და ტრანზიტორული მატება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ოლანზაპინის მოხსნის გარეშე უბრუნდება ნორმას. ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავბრუსხვევა, ასთენია, აკატიზია, მადის გაძლიერება, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, ყაბზობა. იშვიათად ვლინდება ტრანზიტორული, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების მატება. ერთეულ შემთხვევაში – პლაზმაში გლუკოზის დონის ზრდა ან ეოზინოფილია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter