იცით ოლტარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოლტარის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ოლტარი® 2 მგ ტაბლეტებსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები. გვერდითი მოქმედებების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად: სისხლის სურათის ცვლილებები იშვიათია. ძირითადად შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს მძიმეც. შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის ფირფიტების, სისხლის წითელი და თეთრი სხეულაკების რაოდენობის შემცირებას სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირებამდე, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, სისხლნაკლებობა (ჰემოლიზური ანემია). დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, კანის მხრივ) შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობებში, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობის შეგრძნება, სისხლის წნევის დაცემა შოკამდე. ამიტომ კანის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე ძალიან იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლძარღვების ალერგიული ხასიათის ანთებას (ალერგიული ვასკულიტი). შეიძლება ადგილი ჰქონდეს ერთდოულ ალერგიას (ჯვარედინი ალერგია) სხვა სამკურნალო ნივთიერებების მიმართ, მაგალითად სულფანილშარდოვანას წარმოებულების (შაქრის დამწევი პრეპარატები), სულფონამიდების (ანტიბიოტიკები) ან მონათესავე ნივთიერებების მიმართ. კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები იშვიათად ვითარდება სისხლში შაქრის შემცველობის მნიშვნელოვანი დაცემა (ჰიპოგლიკემია) – იხ. პარაგრაფი 2.2 ~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღებისას~. დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ შეიძლება ასევე განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ძალიან იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, კუჭის გადავსების შეგრძნებას ან მუცლის ტკივილს. ამ მოვლენებს იშვიათად მივყავართ მკურნალობის შეწყვეტამდე. დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ შეიძლება მოიმატოს ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლებმა. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ნაღვლის გამოყოფის შეფერხება და სიყვითლე) და ღვიძლის ანთება ღვიძლის უკმარისობამდე, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის ისეთი რეაქციები კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ. გამოკვლევის დამატებითი მეთოდები ძალიან იშვიათად: სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაცემა. პრეპარატების ისეთმა გვერდითმა მოქმედებებმა, როგორიცაა ჰიპოგლიკემია, ღვიძლის უკმარისობა, სისხლის სურათის გარკვეული ცვლილებები, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. ამიტომ, მოულოდნელად განვითარებული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ან მისი სწრაფად განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, ან აღნიშნულია, მაგრამ სერიოზულ სახეს მიიღებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter