იცით ომეგარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეგარდის გვერდითი მოვლენებია: – საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – დიარეა, შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა, პირღებინება, გაზების დაგროვება. აღნიშნულია აგრეთვე კანზე გამონაყარის, ქავილის, ურტიკარიის შემთხვევები, რაც, როგორც წესი, შეწყვეტისთანავე ქრება. – ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებიდან გამოვლენილია პარესთეზია, მოუსვენრობა. ეს მოვლენები მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება. ძილქუში, უძილობა და თავბრუსხვევა მეტად იშვიათად ვლინდება. ბუნებრივი კონფუზია, გაღიზიანება, დეპრესია და ჰალუცინაციები ასევე იშვიათად, მაგრამ ვლინდება მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში. – სხვა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოიცავს ართრალგიას, მიალგიას, მხედველობის დაბინდვას, გემოს შეგრძნების დაქვეითებას, პერიფერულ შეშუპებას, ჰიპონატრიემიას, სისხლის მიმოქცევის მხრივ დარღვევებს, მათ შორის აგრანულოციტოზს, ლეიკოპენიას, თრომბოციტოპენიას, ანაფილაქსიურ შოკს, ციებ – ცხელებას, ბრონქოსპაზმს, ენცეფალოპათიას ღვიძლის დაავადების გადატანილ პაციენტებში, ჰეპატიტს სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, იშვიათად – ღვიძლის მხრივ დარღვევას და ინტერსტიციულ ნეფრიტს, რაც მწვავე რენული დარღვევების შედეგს წარმოადგენს. შეფუთვა: 1 ცალი 10 – კაფსულიანი ბლისტერ/ზოლი, 20 ბლისტერი/ზოლი კოლოფში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter