იცით ომეზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეზოლის გვერდითი მოვლენებია: როგორც წესი, გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და შექცევადია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, უმადობა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ყაბზობა, ცალკეულ შემთხვევებში – გემოვნების გაუკუღმართება, სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, კუჭის ძირის პოლიპოზი, ატროფიული გასტრიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდა. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად – ასთენია, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, პარესთეზია, ცალკეულ შემთხვევებში (მძიმე ავადმყოფებში) – შფოთვა, აღგზნება, დეპრესია, ჰალუცინაციები. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სისუსტე. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ცალკეულ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ჰემატურია, პროტეინურია, პერიფერიული შეშუპება, საშარდე გზების ინფექცია. დერმატოლოგიური რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, მულტიფორმული ერითემა, ალოპეცია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათად _ ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ანაფილაქსიური შოკი. სხვა: ტკივილი გულმკერდის არეში, გინეკომასტია, გაძლიერებული ოფლიანობა, ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter