იცით ომეპრაზოლი-ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეპრაზოლი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირად (>1/100, <1/10) განვითარებული გვერდითი მოვლენებია: გულისრევა/ღებინება, თავის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და შებერილობა, შედარებით ნაკლებად (> 1/1000, <1/100) აღინიშნება: გამონაყარი და/ან ქავილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა, უძილობა, ვერტიგო, ღვიძლის ფერმენტების მომატება და სისუსტე. იშვიათად (>1/10000, <1/1000) აღინიშნება შემდეგი მოვლენები: კანი: ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა, ალოპეცია. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემა: ართრალგია, კუნთების სისუსტე, მიალგია, ცნობიერების შექცევადი დარღვევა, აჟიტირება, დეპრესია და ჰალუცინაციები, ძირითადად მძიმე პაციენტებში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: პირის სიმშრალე, სტომატიტი და კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი. ღვიძლი: ღვიძლისმიერი ენცელოპათია ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში; ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება. ენდოკრინული სისტემა: გინეკომასტია. ჰემატოლოგია: ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. სხვა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანგიოედემა, ცხელება, ბრონქოსპაზმი და ინტერსტიციული ნეფრიტი. მომატებული ოფლიანობა, პერიფერული შეშუპება, მხედველობის დაბინდვა და გემოს გაუკუღმართება. ძალიან იშვიათია (<1/10000): ჰიპომაგნემია, ჰიპოკალცემია მჟავას დათრგუნვასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები: ერთეულ შემთხვევებში აღინიშა კუჭში ჯირკვლოვანი კისტების განვითარება,  ძირითადად ხანგრძლივი მკურნალობის დროს. აღნიშნული ცვლილები კეთილთვისებიანია და არის მჟავას სეკრეციის გამოხატული დათრგუნვის ფიზიოლოგიური შედეგი. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ავთვისებიანი წარმონაქმნის გამორიცხვა, განსაკუთრებით კუჭის წყლულის შემთხვევაში, ვინაიდან მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოზის დასმა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter