იცით ონდანტორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ონდანტორის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან იშვიათი (> 1/10 000, < 1/1000): დაუყოვნებლივი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ხანდახან მძიმე, ლეტალურ ანაფილაქსიამდე. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე აღინიშნებოდა 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექტიურ ანტაგონისტებზე ალერგიის მქონე პაციენტებში. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან იშვიათი (> 1/10 000, < 1/1000): უშუალო მოძრაობები ექსტრაპირამიდული დარღვევების ტიპის, მაგალითად, მზერის სპაზმი/დისტონიური რეაქციები, მდგრადი კლინიკური შედეგების გარეშე; კრუნჩხვები, თუმცა ონდანსეტრონის თანამონაწილეობის ფარმაკოლოგიური მექანიზმები მათი წარმოქმნისკენ უცნობია. დარღვევები გულის მხრიდან იშვიათი (> 1/10 000, < 1/1000): ტკივილი მკერდის არეში ST  სეგმენტის დეპრესიით ან მის გარეშე, გულის არითმიები, ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი (> 1/100, <1/10): ონდანსეტრონი ახანგრძლივებს შიგთავსის გავლის დროს სქელ ნაწლავში, და რიგ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობები. დარღვევები ღვიძლის და ნაღველგამომყოფი გზების მხრიდან აღინიშნებოდა ფუნქცვიონალური ღვიძლის სინჯების იშვიათი უსიმპტომო გაზრდა. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ალერგიული რეაქციები ინიექციის ადგილის ირგვლივ (მაგალითად, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი), ხანდახან ასეთი რეაქციები წარმოიქმნება ვენის მდებარეობის ადგილას, რომელშიც შეყვანილი იყო წინამდებარე პრეპარატი. საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას ხშირი (> 1/100, <1/10): თავის ტკივილი, სისხლსავსეობის და სითბოს შეგრძნება, სლოკინი. იშვიათი (> 1/10 000, <1/1000): მხედველობის წარმავალი ხასიათის დარღვევები (მაგალითად, დეფოკუსირებული მხედველობა) და თავბრუსხვევები ონდანსეტრონის სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter