იცით ონდას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ონდას გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები როგორც ყველა მედიკამენტმა ონდამ შეიძლება გამოწივიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. შემდეგი გვერდითი ეფექტები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსზღვრულია როგორც ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-<1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100), იშვიათი (≥1/10,000 და <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10,000). იმუნური სისტემის დარღვევები იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელი რეაქციები, ზოგჯერ მწვავე, ანაფილაქსიის ჩათვლით. ნერვული სისტემის დარღვევები ძალიან ხშირი: თავის ტკივილი. ნაკლებად ხშირი: ეპილეფსიური გულყრები, მოძრაობის დარღვევები (ექსტრაპირამიდული რეაქციების ჩათვლით როგორიცაა დისტონიური რეაქციები, ოკულოგირული კრიზი და დისკინეზია).1 იშვიათი: თავბრუსხვევა სწრაფი ინტრავენური შეყვანისას. თვალის დარღვევები იშვიათი: ტრანზიტორული ვიზუალური დარღვევები (მაგ. მხედველობის დაბინდვა), ძირითადად ინტრავენური მიღებისას. ძალიან იშვიათი: ტრანზიტორული სიბრმავე ძირითადად ინტრავენური მიღებისას.2 გულის დარღვევები ნაკლებად ხშირი: არითმია, გულმკერდის ტკივილი შთ სეგმენტის დერპესიით ან მის გარეშე, ბრადიკარდია ვასკულური დარღვევები ხშირი: სითბოს შეგრძნება ან ალები ნაკლებად ხშირი: ჰიპოტენზია. რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები ნაკლებად ხშირი: სლოკინი გასტროინტესტინური დარღვევები ხშირი: ყაბზობა. ლოკალური წვის შეგრძნება სანთლის მიღების შემდეგ. ჰეპატობილიარული დარღვევები ნაკლებად ხშირი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ასიმპტომური მომატება3/ ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას ხშირი: ადგილობრივი რეაქციები ინტრავენური ინექციის ადგილას. 1 აღნიშნულია პერსისტიული კლინიკური შედეგების მტკიცებულების გარეშე 2 სიბრმავის შემთხვევების უმრავლესობა გაქრა 20 წუთში. პაციეტნების უმრავლესობას მიღებული ქონდა ქიმიოთერაპიული აგენტები, რომელბიც მოიცავდა ცისპლატინს. ტრანზიტორული სიბრმავის ზოგიერთი შემთხვევა აღწერილი იყო როგორც კორტიკალური წარმოშობის. 3 ეს მოვლენები ხშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ცისპლატინით ქიმიოთერაპიას. პედიატრული პოპულაცია ბავშვებში და მოზარდებში გვერდითი მოვლენების პროფილე მოზრდილებთან შედარებადია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter