იცით ორმიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორმიცინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. სიხშირეების განმარტება: ძალიან ხშირი: 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში ხშირი: 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში არახშირი: 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში იშვიათი: 10 000-დან მინიმუმ 1 პაციენტში ძალიან იშვიათი: 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით კლინიკური ცდებისას გამოვლენილი არასასურველი მოვლენების უმრავლესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, რომლებიც გადის პრეპარატის შეწყვეტისთანავე და მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე და მოიცავს ძირითადად გულისრევას, ღებინებას, დიარეას ან მუცლის ტკივილს. პოტენციურად სერიოზული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ლარინგეალური ედემა (გამოწვეული ალერგიული რეაქციით) ან ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, ვითარდება კანის სიყვითლის თანხლებით. ეს არის შედარებით იშვიათი რეაქცია. გარდა ამისა 500 მგ ორმიცინით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილია პერორალური აზითრომიცინის მიღებისას: • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე) და მსუბუქი ნეიტროპენიის ტრანზიტორული ეპიზოდები (სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა) • აგრესიულობა, ნევროზულობა, აღგზნება, თავბრუსხვევა, კონვულსიები, თავის ტკივილი, ძილიანობა და ჰიპერაქტიურობა. • სმენის დაქვეითება და იშვიათად, გემოს ცვლილება • დარღვევები გულის მხრივ • მონელების დარღვევები, როგორიცაა ანორექსია, ღებინება/გულისრევა (რაც იწვევს დეჰიდრატაციას), თხელი განავალი, დისკომფორტი მუცლის არეში (კუჭის ტკივილი/სპაზმები), ყაბზობა, გაზების დაგროვება და იშვიათად მძიმე დიარეა, ენის ფერის შეცვლა. • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იშვიათად მძიმე) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა • კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სითხის აკუმულაცია ან ჭინჭრის გამონაყარი. გამონაკლის შემთხვევებში – მძიმე რეაქციები კანზე. • სახსრების ტკივილი • ვაგინალური სოკოვანი ინფექცია (ვაგინიტის) • სოკოვანი ინფექციები, დაღლილობა, დაბუჟება და ალერგიული რეაქციები. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter