იცით ოსმო-ადალატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსმო-ადალატის გვერდითი მოვლენებია: ოსმო-ადალატით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: წარმოშობის სიხშირე 1%-ზე მეტი და 10% ნაკლები ზოგადი: ასთენია (დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვაზოდილატაცია (კანის სიწითლე, სიცხის შეგრძნება), ტაქიკარდია, წვივების შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. წარმოშობის სიხშირე 0.1%-ზე მეტი და 1.0% ნაკლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სტენოკარდიის სიმპტომები, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სინკოპეს მსგავსი მდგომარეობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, დიარეა. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია. ნერვული სისტემის მხრივ: ნევროზი, პარესთეზიები, ტრემორი, ვერტიგო. კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი (ეგზანთემები, ერითემები). გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა. სუნთქვის სისტემის მხრივ: დისპნოე. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება. წარმოშობის სიხშირე 0.01%-ზე მეტი და 1.0% ნაკლები საერთო მოქმედების მხრივ: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია); მეტაბოლური ცვლილების მხრივ: ჰიპერგლიკემია. საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობები, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლებში (ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ღვიძლისშიდა ქოლესტაზი). კანის თმიანი საფარველის მხრივ: ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიტიური დერმატიტი. სისხლმიმოქცევის და ლიმფური სისტემის მხრივ: პურპურა. წარმოშობის სიხშირე 0.01%-ზე ნაკლები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღრძილების ჰიპერპლაზია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი. სხვა რეაქცები: გინეკომასტია, ერითრომელალგია, ექსფოლიატური დერმატიტი, ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter