იცით ოსპამოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსპამოქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტებს წარმოადგენენ დიარეა, გულისრევა და კანის გამონაყარი. გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიცირებისთვის გამოიყენებოდა შემდეგი ტერმინოლოგია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე შეფასება შესაძლებელი არ არის). ინფექციები და პარაზიტული ინვაზიები ძალიან იშვიათი: კანისა და ლორწოვანი გარსის კანდიდოზი. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (მძიმე ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის ჩათვლით), შექცევადი თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია, სისხლდენის დროისა და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: მძიმე ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიის, შრატისმიერი დაავადებისა და ალერგიული ვასკულიტის ჩათვლით. სიხშირე უცნობია: იარიშ – ჰერქსჰაიმერის რეაქცია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: ჰიპერკინეზია, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები. სიხშირე უცნობია: ასეპტიკური მენინგიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი: დიარეა და გულისრევა. არახშირი: ღებინება. ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკური-ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტის და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით), შავი თმიანი ენა. დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრიდან ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, ქოლესტატიკური სიყვითლე, აცტ და (ან) ალტ დონეების ზომიერი მომატება. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან ხშირი: კანის გამონაყარი. არახშირი: ქავილი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: კანის რეაქციები, როგორიცაა  მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალული ნეკროლიზი, ბულოზური და ექსფოლიატიური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულეზი, რეაქცია საწამლე საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (სოკოსებრი სიმპტომები გამონაყარით, ლიმფური კვანძების გადიდებით და სისხლის ანალიზის ნორმიდა გადახრილი შედეგებით (ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის ჩათვლით (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება), წოდებული როგორც DRESS-სინდრომი. დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრიდან ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი, კრისტალურია. შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე მნიშვნელოვანია შევატყობინოთ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნაწამლო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იქნას უწყვეტი მონიტორინგი სამკურნალწამლო პრეპარატის „სარგებლობა-რისკი“ თანაფარდობა. მედიცინის მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სამკურნალწამლო პრეპარატის საეჭვო  რეაქციებზე შეტყობინების  ეროვნული სისტემის საშუალებით და სამკურნალწამლო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. პაციენტს, თუკი მას წარმოექმნება რაიმე არასასურველი რეაქცია, ეძლევა რეკომენდაცია, მიმართოს ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ  აგრეთვე შეატყობინოთ არასასურველ რეაქციებზე სამკურნალწამლო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინება სამკურნალწამლე პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შეტყობინებისას, თქვენ ეხმარებით დაგროვდეს უფრო მეტი მონაცემი პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter