იცით ოფლოტასს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფლოტასის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, შეკრულობა, იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობა, ძილის დარღვევა, იშვიათად – ტრემორი, კრუნჩხვები, კოშმარული სიზმრები, მოუსვენრობა, ემოციური ლაბილობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, კოგნიტური ცვლილებები, დეპრესია, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზიები, პერიფერიული ნევროპათია, ფოტოფობია; გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად – სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში, დიპლოპია, ნისტაგმი, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, გემოსა და სუნის შეგრძნების დარღვევა, ფერთა აღქმის დარღვევა; ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, ალერგიული პნევმონიტი, ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ძალიან იშვიათად – ვეზიკულურ-ბულოზური გამონაყარი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენიური პურპურა, პეტექიები, ეკქიმოზები, ექსფოლიციური დერმატიტი; სასქესო სისტემის მხრივ: ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ვაგინიტი, გამონადენი საშოდან; იშვიათად – წვა, გაღიზიანება, ტკივილი და გამონაყარი სასქესო ორგანოების არეში, დისმენორეა, მეტრორაგია, ვაგინალური კანდიდოზი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერკრეატინინემია), ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა დიზურია, შარდვის გახშირება, შარდის შეკავება, ანურია, პოლიურია, ნეფროლითიაზი, მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰემატურია; ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – ართლარგია, მიალგია, ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, კუნთოვანი სისუსტე (განსაკუთრებით, მისთენიით დაავადებულ პაციენტებში); ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – წყურვილის გაძლირება, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს ან პერორარულ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს); სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველა, დისპნოე, ბრონქოსპაზმი, სტრიდორი; სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ეოზინოფილია; სხვა: ტკივილი გულმკერდის არეში, ფარინგიტი, სხეულის ტემპერატურის მომატება, იშვიათად – ასთენია, შემცივნება, ზოგადი სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰიპოკალემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter