იცით ოფლოჰექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფლოჰექსალის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად, სიმპტომები იშვიათად ჩნდება და სწრაფად გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, უმადობა, გულისრევა, პირღებინება და დიარეა. ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების დონის და ბილირუბინის დონის მომატება. ნერვიული სისტემის მხრივ:თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, ტრემორი, არადამაჯეებელი სიარული. იშვიათად და ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ტაქიკარდია და ხანმოკლე ჰიპოტენზია, ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოპენია ან პანციტოპენია.ძალიან იშვიათად შეიძლება მოიმატოს კანის მგრძნობელობამ სინათლისადმი. ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად თვალებში მწველი ტკივილის, გამაღიზიანებელი ხველის ან ცხვირიდან გამონადენის სახით, კანის, ლორწოვანი გარსების, სახის, ენის და ხახის შეშუპებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მოხრჩობა, რომელიც განპირობებულია ბრონქოსპაზმით და/ან შოკი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღებას დაუყოვნებლივ წყვეტენ და ატარებენ ანტიშოკურ თერაპიას. ამ არასასიამოვნო რეაქციების გაჩენისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter