იცით ოქტრეტექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქტრეტექსის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომლებიც აღნიშნულია ოქტრეტექსის მიღებისას, მოყვანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის (ჯანმო) შესაბამისად: ძალიან ხშირად – 1/10 დანიშვნა (>10%), ხშირად – 1/100 დანიშვნა (>1% და < 10%), არ ისე ხშირად – 1/1 000 დანიშვნა (>0,1% და <1%), იშვიათად – 1/10 000 დანიშვნა (>0,01% და <0,1%), ძალიან ხშირად – 1/10 000 დანიშვნა (<0,01%), ცალკეული შეტყობინების ჩათვლით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად – დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა, მუცლის შებერვა, ქოლელითიაზი; ხშირად – დისპეპსია, ღებინება, მუცელში სიმძიმის შეგრძნება, განავლის რბილი კონსისტენცია, განავლის ფერის ცვლილება, ანორექსია, ქოლეცისტიტი, ნაღვლის კოლოიდური სტაბილურობის დარღვევა (ქოლესტერინის მიკროკრისტალური წარმოშობა), ჰოპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტიურობის მომატება, სტეატორეა (მალაბსორბციის მოვლენების გარეშე). თუმცა ცხიმის გამოყოფა განავალთან ერთად შეიძლება გაიზარდოს, დღეისათვის არ არსებობს იმის მტკიცება, რომ ოქტრეტექსის ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კვების დეფიციტის განვითარება შეწოვის დარღვევის შედეგად (მალაბსორბცია). იშვიათად – სიმპტომები, რომლებიც მოგვაგონებენ ნაწლავის მწვავე გაუვალობას: მუცლის პროგრესირებადი შებერვა, გამოხატული ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, მუცლის კედლების დაძაბულობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება (განპირობებულია ინსულინის სეკრეციის დახშობით), მდგრადი ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, მწვავე პანკრეატიტი (პირველ საათებში ან პრეპარატით მკურნალობის დღეები). ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მხრივ: ცალკეულ შემთხვევაში – მწვავე ჰეპატიტი ქოლესტაზის გარეშე, ჰიპერბილირუბინემია, „ღვიძლის“ტრანსამინაზის (ოქტრეტექსის მოხსნის შემდეგ ღვიძლის ტრანსამინაზის აქტივობა სისხლის შრატში ნორმალიზდება), ტუტოვანი ფოსფატაზის, გამმა-გლუტამილტრანსფერაზის აქტივობის მომატება. ხანგრძლივი გამოყენებისას ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობა, რეაქტიული პანკრეატიტის განვითარება. გვერდითი ეფექტების სიხშირე კნტ-ს მხრივ შეიძლება შემცირდეს, კვების მიღებასა და ოქტრეტექსის შეყვანას შორის დროის მანძლის მომატებით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“). ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – თავისტკივილი; ხშირად – თავბრუსხვევა. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ჰიპერგლიკემია; ხშირად – ჰიპოთირეოზი/ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ТТH კონცენტრაციის, საერთო და თავისუფალი Т4 შემცირება); ჰიპოგლიკემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ბრადიკარდია. ადგილობრივი რეაქციები: ძალიან ხშირად – ტკივილი, ქავილის ან წვის შეგრძნება, სიწითლე და შესიება კანქვეშ შეყვანის ადგილას (ჩვეულებრივ გადის 15 წთ განმავლობაში). ადგილობრივი რეაქციების გამოხატულობა შეიძლება შემცირდეს, თუ გამოიყენებთ ოთახის ტემპერატურის ხსნარს, ან შეიყვანთ ხსნარის უფრო მეტად კონცენტრირებულ ნაკლებ მოცულობას. სხვა: იშვიათად – კანის ალერგიული რეაქციები, ცალკეულ შემთხვევაში – ანაფილაქტიური რეაქციები, ტრანზიტორული ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter